Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიესი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის N63
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (40სთ კვირაში)
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1000 + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კვალიფიციური ცოდნა;
** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და შეთავაზების გაკეთება;
** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** მაღაზიაში არსებული ასორტიმენტის ცოდნა;

ძირითადი მოთხოვნები:

** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, სასურველია სამშენებლო მასალების გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;
** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალური;

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@bs.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე