Робота для біженців з України
ფანდრაიზინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფანდრაიზინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ტელაგრი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
ფანდრაიზინგის მენეჯერი

"ტელაგრი" არის აგრიტექ სტარტაპი, რომელიც აშენებს ონლაინ მარკეტპლეისს და აკავშირებს ფერმერებსა და აგრონომებს ონლაინ კონსულტაციისთვის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

გუნდში ვეძებთ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება სტარტაპის განვითარებაში, იქნება ჩართული Growth დეპარტამენტში და გუნდთან ერთად იმუშავებს სტარტაპის ყოველდღიური გამოწვევების გადაწყვეტაზე, განსაკუთრებული ფოკუსით Fundraising-ზე, პარტნიორებთან კომუნიკაციასა და კომპანიის ზრდაზე.

კანდიდატს, სასურველია ჰქონდეს სტარტაპში მუშაობის გამოცდილება, იდეალურ შემთხვევაში Fundraising-ის მექანიზმების ცოდნა.

მოვალეობები:

** პოტენციური ინვესტორების, VC ფონდებისა, დონორებისა და დაფინანსების სხვა წყაროების კვლევა და იდენტიფიცირება
** საგრანტო აპლიკაციების შევსება და სხვა დოკუმენტაციის მომზადება
** თემატურ აქსელერატორებსა და კონკურსებზე ინფორმაციის მოძიება, აპლიკაციების შევსება ინვესტორებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება
** შესაბამის/თემატურ კონფერენციებზე, გამოფენებზე და networking ღონისძიებებზე ინფორმაციის მოკვლევა და დასწრება
** კომპანიის წარდგენა და მისი პროდუქტის/დანიშნულების პოპულარიზაცია
** მრავალფუნქციურ გუნდებთან კოორდინაცია (software, დიზაინი, მარკეტინგი და ა.შ.)
** ბაზრის ტენდენციების გაანალიზება პროდუქტის გასაუმჯობესებლად
** სტრატეგიისა და სამომავლო გეგმების შემუშავების სესიებში მონაწილეობა
** ზრდის მექანიზმებთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი და ამ მონაცემებზე დაყრდნობით სტრატეგიის გაუმჯობესება
** სხვა დამატებითი აქტივობები, რომელიც დაკავშირებული იქნება Fundraising-თან და სტარტაპის განვითარებასთან

მოთხოვნები:

** სტარტაპში მუშაობის გამოცდილება
** გამოცდილება დაფინანსებასა და დონორებთან კომუნიკაციის მიმართულებით, განსაკუთრებით სტარტაპ ან არაკომერციულ სექტორში
** სასურველია სასოფლო-სამეურნეო თემატიკის ცოდნა
** ძლიერი წერითი და ვერბალური უნარები
** ინგლისური ენის fluent ფლობა. როგორც წერით, ასევე ვერბალურ ნაწილში
** სტრესულ (სტარტაპულ) გარემოში მუშაობის უნარები
** ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობები
** ინფორმაციის მოძიების უნარები (Desktop Research)

ჩვენ გპირდებით:

** საინტერესო გამოწვევებს გლობალურად მზარდ სტარტაპში
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** განვითარების შესაძლებლობას
** სტრესს

ანაზღაურება და სხვა დეტალები დამოკიდებული იქნება აპლიკანტის გამოცდილებასა და უნარებზე. გთხოვთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნოთ 2025 წლის 15 თებერვლამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@telagri.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე