Робота для біженців з України
მონიტორინგის სამსახურის II კატეგორიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის სამსახურის II კატეგორიის სპეციალისტი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის II კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვალდებულია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობა შეასრულოს დროულად, კვალიფიციურად და ხარისხიანად;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ახდენს ობიექტის მონიტორინგს, შესწავლასა და ანალიზს;
** სამუშაო პროცესში იცავს მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებს;
** უშუალო უფროსის მითითების საფუძველზე ახორციელებს უკვე შემოწმებული ობიექტის განმეორებით მონიტორინგს, რათა დადგინდეს იქნა თუ არა აღმოფხვრილი მითითებული ხარვეზი;
** კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულოა სამართალი, ეკონომიკა ან/და ფინანსები;
** სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი, მათ შორის, სასურველია მონიტორინგის, მაკონტროლებელ ან/და აუდიტორულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენა: სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 02 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე