Робота для біженців з України
მონიტორინგის დეპარტ. აუდიტის ჯგუფის II კატ. სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის დეპარტ. აუდიტის ჯგუფის II კატ. სპეციალისტი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის აუდიტის ჯგუფის II კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვალდებულია დაგეგმილი. შიდა აუდიტორული შემოწმების გეგმა გრაფიკის სრული დაცვით, მონაწილეობა მიიღოს თითოეული სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის აუდიტის ჩატარების პროცესში და შედეგები/რეკომენდაციები აცნობოს შემოწმებული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;
** მის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ მოამზადოს ყოველთვიური ანგარიში და წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს;
კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართლის, ეკონომიკის ან/და ფინანსების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: 1 წელი;
** უცხო ენა: სავალდებულოა ინგლისური ენა;
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 02 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე