Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: არქიგრამი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
დეველოპერული კომპანია "არქიგრამი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებზე პასუხი/განხორციელება გაყიდვის მიზნით;
** კომპანიის სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე პასუხი;
** პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** შეხვედრების დაგეგმვა;
** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმოება;
** მონაცემთა ბაზების წარმოება;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა;
** რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-დან 19:00-მდე, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქართველიშვილის ქუჩა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@parkstown.ge. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვების მენეჯერი" დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე