Робота для біженців з України
ავტოპარკის ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.nutrimax.ge

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ზემო ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი - 09:00-18:00 (ორშ-პარ), 09:00-16:00 (შაბათი)
ანაზღაურება - 1300 ლ. (ხელზე ასაღები თანხა)
ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სპეც ტექნიკის და ავტომობილების რეგულარული შემოწმება;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შეფასება და დროული რეაგირება;
** სარემონტო ხარჯების და სათადარიგო ნაწილების შეძენის (საჭიროების შემთხვევაში) აღრიცხვა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** გარე კონტრაქტორებთან კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** სასურველია სატრანსპორტო-საავტომობილო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 21 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ავტოპარკის ტექნიკური სპეციალისტი".

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე