Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=610525&print=yes&view=jobs
 
დირექტორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://qebuli-climate.ge/.

ვაცხადებთ ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

პოზიცია ექვემდებარება: დირექტორს
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 24/02/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: დირექტორის საქმიანობის ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელმძღვანელის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა;
** პროექტების, დავალებების მიმდინარეობის კონტროლი;
** პროექტების ფარგლებში დოკუმენტაციისა და მასალების მომზადების კოორდინაცია;
** სამუშაო ჯგუფის შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
** ინფორმაციის მოძიება და გაანალიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ადმინისტრაციულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** პროექტების მენეჯმენტის მეთოდოლოგიის ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშ-პარ ჩათვლით;
** ანაზღაურების დიაპაზონი: 2000 ლარიდან კვალიფიკაციის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათავო ოფისი;

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:

** წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

შენიშვნა:

** დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე

დასაქმებულის უფლებები:

როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია