Робота для біженців з України
ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: ცურ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქართულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა მოწინავე კომპანიებს.

ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

კომპანია "TSUR GROUP"-ში შემავალ კომპანიებში "არომაკო" და "ნამი 8", - ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

პირობები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სწავლება-განვითარების დაფინანსება/მხარდაჭერა

ძირითადი მოვალეობები:

** ინჟინრებისა და ტექნიკური სპეციალისტების გუნდის მართვა.
** "არომაკო" და "ნამი 8"-ში მოწყობილობების ინსტალაციის პროცესის მონიტორინგი.
** ადგილზე განსახორციელებელი სამონტაჟო სამუშაოების სრული პროცესის მართვა.
** კომპანიის ტექნიკური გუნდის და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მუდმივი მონიტორინგი.
** ტექნიკური გუნდის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, ორგანიზაციულ მიზნებთან და სტრატეგიებთან შესაბამისობაში.
** კომპლექსური ტექნიკური პროექტების დაგეგმვის ზედამხედველობა. ტექნიკური სამუშაოებს შესრულების უზრუნველყოფა და მიწოდების დროულობის მონიტორინგი.
** ახალი პროდუქტების ტესტირების პროცესის მართვა და კონტროლი.
** დეპარტამენტის ბიუჯეტის, ვადების და რესურსების ეფექტურად მართვა.
** გუნდური პოზიტიური და თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბება, ღია კომუნიკაციისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

ჩვენი მოთხოვნებია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ტექნიკური გუნდების მართვის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა;

უნარები:

** გუნდის მართვის უნარი
** დროის მართვის და მენეჯმენტის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nami8.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი".

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე