დასახელება:
ტენდერი ვიდეო რგოლის გადასაღებად
|
მომწოდებელი:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
|
გამოქვეყნდა: 24 იანვარი
/ ბოლო ვადა: 31 იანვარი
|
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) აცხადებს ტენდერს 1-3 წუთამდე 32 ვიდეო რგოლის გადასაღებად.
მოკლე აღწერა: ვიდეოები სამართლებრივი რჩევების თემატიკაზე უნდა მომზადდეს, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას სამართლებრივი საკითხების შესახებ. თითოეულ ვიდეოში განხილული იქნება სხვადასხვა აქტუალური სამართლებრივი საკითხი, რომლებიც შეეხება მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს.
პროექტის დეტალები:
** ვიდეოების ხანგრძლივობა: 1-3 წუთი.
** რაოდენობა: 32 ცალი.
** დაგეგმილი გადაღების პერიოდულობა: ვიდეოების გადაღების ზუსტი თარიღი და თემატიკა ეცნობება შერჩეულ კანდიდატს/კომპანიას მინიმუმ 2 კვირით ადრე.
** ვიდეოები უნდა იყოს სტუდიური, მაღალი ხარისხის აუდიო და ვიზუალური მახასიათებლით.
** მესიჯი გადმოცემული უნდა იყოს მოკლედ და ეფექტურად, შესაბამისი ვიზუალური ელემენტების საშუალებით.
** ყველა ვიდეოს უნდა ახლდეს მაღალი ხარისხის სუბტიტრები, ტექსტის სტილსა და შინაარსთან შესაბამისი დიზაინით.
სავალდებულო მოთხოვნები:
** მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება.
** მაღალი ხარისხის ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის უნარი.
** გრაფიკულ გაფორმებასა და სუბტიტრებზე მუშაობის გამოცდილება.
** ეფექტურად მუშაობის და შეთანხმებული გრაფიკის დაცვის უნარი.
** შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.
** დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
ფასთა შემოთავაზება (32 ვიდეოს საერთო და თითოეულის ცალკე ღირებულება).
** ნამუშევრების პორტფოლიო.
** სამუშაოს შესრულების გრაფიკი.
** საკონტაქტო ინფორმაცია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: გამოვეხმაურებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 31 იანვარი, 18:00 საათი.
განაცხადის გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: GYLA@GYLA.ge
ელფოსტის Subject -ში აუცილებლად მიუთითეთ: ტენდერი 1-3 წუთამდე 32 ვიდეო რგოლის გადასაღებად
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: pr@gyla.ge.
|
|
|
|