დასახელება:
ტენდერი მობილური აპლიკაციის შექმნის თაობაზე
|
მომწოდებელი:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
|
გამოქვეყნდა: 24 იანვარი
/ ბოლო ვადა: 03 თებერვალი
|
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) აცხადებს ტენდერს მობილური აპლიკაციის შექმნის თაობაზე.
მოკლე აღწერა: ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს, რომლებიც წარმოადგინონ წინადადებები ორგანიზაციის მულტიფუნქციური მობილური აპლიკაციის შესაქმნელად და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის გასაწევად (პროექტის დასრულებიდან 6 თვის ვადაში). აპლიკაციის მიზანია, მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციისა და დახმარების მიღების გამარტივება. მომხმარებლებს აპლიკაციაში უნდა შეეძლოთ კონსულტაციაზე ჩაწერა, ვიდეო რჩევებისა და ხშირად დასმული კითხვების ნახვა, ასევე შესაბამისი სარჩელების შაბლონების ჩამოტვირთვა Word-ის ფორმატში.
განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კვალიფიკაციას:
** დადასტურებული გამოცდილება მობილური აპლიკაციების შემუშავებაში iOS და Android პლატფორმებისთვის.
** გამოცდილება UI/UX დიზაინში და მობილური აპლიკაციების მუშაობის ოპტიმიზაციაში.
** აპლიკაციის გაშვების შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
დაინტერესებულმა კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
** კომპანიის დეტალური პროფილი და წინა სამუშაოების პორტფელი.
** პროექტის წინადადება, რომელიც ასახავს მიდგომას, ვადებს და ბიუჯეტს.
** გუნდის სტრუქტურა, მათ შორის ძირითადი პერსონალი და მათი კვალიფიკაცია.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 03 თებერვალი, 18:00 საათი.
განაცხადის გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: GYLA@GYLA.ge
ელფოსტის Subject -ში აუცილებლად მიუთითეთ : ტენდერი მობილური აპლიკაციის შექმნის თაობაზე
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: pr@gyla.ge.
გისურვებთ წამატებებს!
|
|
|
|