Робота для біженців з України
ტექნიკური ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ოფიცერი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მომხიბვლელი ფასდაკლებები კლინიკა მედის პროცედურებზე თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებისთვის;
** უფასო ყავა;
** წელიწადში ხუთჯერ კლინიკისგან სასაჩუქრე ქულები;
** საჩუქარი დაბადების დღეზე;

გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 17:30 საათამდე;
ანაზღაურება: 1200 ლარი (net)

ძირითადი მოვალეობები:

** საყოფაცხოვრებო მანიპულაციების შესრულება, როგორიცაა ნათურის გამოცვლა,
** ონკანის და კარის სახელურის შეკეთება/შეცვლა და ა.შ;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე;
** ფილიალების პერიოდული მონიტორინგი და ლოჯისტიკის კუთხით საჭირო ჩასატარებელი სამუშაოების აღრიცხვა/ჩატარება;
** ახალი ფილიალის გახსნის, არსებულების განახლება-გარემონტების პროცესში ჩართულობა;
** ფილიალის ინტერიერის ცვლილების პროცესში დახმარება;
** ოფისისა და ფილიალების გათბობა-გაგრილების სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საშუალო ან პროფესიული განათლება;

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@medi.ge, 2025 წლის 14 თებერვლამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე