Робота для біженців з України
განვითარების შეფერხების მქონე პირების პერსონალური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: განვითარების შეფერხების მქონე პირების პერსონალური ასისტენტი
მომწოდებელი: ხელიხელს
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
"ხელი ხელს" აცხადებს ვაკანსიას თბილისში განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე მოზარდების და ზრდასრულების პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და პასუხისმგებლობა:

** ბენეფიციართან ბინაზე ვიზიტი და ბუნებრივ გარემოში მხარდაჭერა; დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო ფუნქციური და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა;

ფუნქცია/მოვალეობები:

** შშმ პირების ასისტირება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით: დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების (თვითმოვლის, კვების, ჰიგიენის, ყოფითი ხასიათის სხვადასხვა უნარების) განვითარებასა და შესრულებაში მხარდაჭერა
** ჯანმრთელობისა და უსაფრთხოება დაცვაში მხარდაჭერა;
** სერვისის მიწოდების ანგარიშგება;

ორგანიზაცია იზრუნებს:

** თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე (ტრენინგები და სუპერვიზია)
** პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე სამუშაო ადგილზე მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე

მოთხოვნები აპლიკანტის მიმართ:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში (სასურველია);

ანაზღაურება:

** გამოსაცდელი პერიოდი (2 თვე) - საათში 6 ლარი
** სტანდარტული ანაზღაურება საათში 8 ლარი (ხელზე ასაღები)
** გრაფიკი: შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

T 551 35 05 04
T 599 77 50 00
Mail: Handinhandg@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე