Робота для біженців з України
მიკრობიოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიკრობიოლოგი
მომწოდებელი: საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია აკრედიტირებულია სსიპ "აკრედიტაციის ცენტრის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს" მიერ "სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 მოთხოვნის შესაბამისად;
საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია ბიზნეს სექტორს, ფერმერებსა და კერძო პირებს ერთ სივრცეში მომსახურების ფართო სპექტრს, კერძოდ 700-მდე დასახელების სხვადასხვა კვლევას სთავაზობს.
ლაბორატორიის აკრედიტირებულ საქმიანობის სფეროში შედის მეთოდები, რომელიც შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას;

ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალ ტექნოლოგიური აპარატურით;

"საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისი, ლეო კვაჭაძის ქუჩა N41;
სამუშაო განაკვეთი: განიხილება როგორც სრული ასევე არასრული განაკვეთი;
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის ხარისხის კონტროლის მიზნით, სტანდარტული მეთოდების შესაბამისად მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარება;
** ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ბიოუსაფრთხოების პროცედურების მართვა;
** გამოყოფილი კულტურის განადგურების კონტროლის მართვა;
** გამოყოფილი პათოგენური კულტურების მართვა;
** საგამოცდო ლაბორატორიაში მიღებული მიკრობიოლოგიური ნიადაგების აღრიცხვა და დროული ინფორმაციის მიწოდება მარაგის შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე : info@internationallaboratory.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
გაცნობებთ, რომ "შპს საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია სურსათი აგრო ვეტერინარია" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე