Робота для біженців з України
ჰოსტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰოსტი
მომწოდებელი: Wilbour Holding
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
2025 წლის მარტში, ნინოშვილის ქუჩაზე, ახალი სასტუმრო და რესტორანი იხსნება.

პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, "ვილბურ ჰოლდინგი", ახორციელებს.

"ვილბურ ჰოლდინგის" გუნდის მიერ განხორციელებული სხვა პროექტებია, საქართველოში ისეთი ბრენდების შემოყვანა როგორიც არის IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), MessyWeekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES concept store და სხვა.

სასტუმროსა და რესტორნის გუნდი ამჟამად ყალიბდება და ვეძებეთ ახალ წევრს ჰოსტის პოზიციაზე.

გუნდის ახალ წევრს ვპირდებით, სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, საუკეთესო გამოცდილების მქონე კადრებისგან დასავლური სტანდარტების სწავლებას, საუკეთესო სამუშაო გარემოსა და კომპანიის შიგნით განვითარების პერსპექტივას.

რა იქნება შენი მოვალეობა:

** ჯავშნების მიიღება და სტუმრების განთავსება/გაცილება როგორც სასტუმროში ასევე რესტორნის სივრცეში (check in and check out)
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება და სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა
** კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა და მათთვის რეპორტების მიწოდება

აუცილებელი პირობაა ინგლისურის ენის ცოდნა, ხოლო დამატებით ჩაითვლება უპირატესობად:

** სამუშაო გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში

რა უნარები დაგჭირდება:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** განსაკუთრებულად კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობა
** პარტნიორ ობიექტებში სპეციალურ ფასს;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 69.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@wilbour.com. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე