Робота для біженців з України
B2B გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: bookinghub.ge
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"bookinghub.ge" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

"bookinghub.ge" - პირველი ქართული პლატფორმაა, რომელიც კომპანია ვებაპის შექმნილია და უზრუნველყოფს ონლაინ ჯავშნების განხორციელებას სერვისის მომწოდებელ კომპანიებში, როგორებიცაა სილამაზის სალონები, ესთეტიკის ცენტრები და სტომატოლოგიური კლინიკები. პროექტის გაშვებიდან სულ რამდენიმე თვეა გასული და ზრდის ტემპი ძალიან მაღალია, ამიტომ საჭიროება გვაქვს B2B გაყიდვების წარმომადგენლის, რომელიც გაზრდის კომპანიების რიცხვს და აწარმოებს მოლაპარაკებებს შეთავაზებების თაობაზე.

მოვალეობები:

** არსებულ პორტფელთან აქტიური მოლაპარაკება ონლაინ ჯავშნების პლატფორმაზე განთავსებაზე;
** ახალ ორგანიზაციებთან მოლაპარაკება და ბჰ-ზე დამატება;
** სარეკლამო პაკეტების შეთავაზება და რეალიზაცია;
** ექსკლუზიური შეთავაზებების/ფასდაკლებების უზრუნველყოფა და ბუქინგჰაბზე განთავსება;
** ვაუჩერების, ფასდაკლებული სერვისების შექმნა და ორგანიზაციებიდან მოწოდების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს/მომიჯნავე, ვაუჩერებისა და შეთავაზებების პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია გაყიდვების წარმომადგენლად/კორპორატილ გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კარგი მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარები;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@webapp.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ვებაპმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე