დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ალტა
|
გამოქვეყნდა: 24 იანვარი
/ ბოლო ვადა: 24 თებერვალი
|
შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.
კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
** საინფორმაციო ზარებზე რეაგირება;
** მომსახურების სტანდარტის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა;
** გაყიდვის მოთხოვნის დამუშავება/შეკვეთების დაგეგმვის ჯგუფისთვის გადაცემა;
** გამავალი ზარების განხორციელება მომსახურების ხარისხის მონიტორინგისა და გაუმჯობესებისთვის;
** რემონტის, აქსესუარების შესახებ ინფორმაციის გაცემა/რემონტის სტატუსთან დაკავშირებული გამავალი ზარების განხორციელება.
** მონტაჟის მოთხოვნის მიღება, ვადების დაზუსტება და პროგრამული ფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების გადამისამართება;
** შემოსული ზარების აღრიცხვა, სორტირება საკითხების მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** პასუხისმგებლობა;
** სერვისულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ შეავსე სააპლიკაციო ფორმა ღილაკის მეშვეობით.
|
|
|
|