დასახელება:
სერვისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ვებაპი
|
გამოქვეყნდა: 24 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
კომპანია "Webapp" ქმნის მაღალი ხარისხის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნეს სუბიექტებს, სწრაფად, მარტივად და ეფექტიანად აწარმოონ ყოველდღიური საქმიანობა და დღეისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით 400-ზე მეტ კომპანიას ვემსახურებით.
მიმდინარე ეტაპზე, ვაცხადებთ ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებული და ახალი მომხმარებლების სწავლების პროცესის უზრუნველყოფა, ადგილზე ვიზიტით, ან დისტანციურად, საჭიროებისამებრ;
** მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და საჭიროებისამებრ დროული რეაგირება მათ მოთხოვნაზე;
** ზარებზე პასუხი;
** შემოსული ზარების და მომხმარებელთან კომუნიკაციის რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ან სტუდენტი;
** უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** მომსახურების სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;
დამატებითი ინფორმაცია:
** ადგილმდებარეობა: თბილისი
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
** ანაზღაურება: 1000 ლარი (მზარდი)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე აღნიშნულ ელ.ფოსტაზე:
hr@webapp.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვს განაცხადი.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი
გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ვებაპმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|