დასახელება:
Middle/Junior Fullstack დეველოპერი
|
მომწოდებელი:
ვებაპი
|
გამოქვეყნდა: 24 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
კომპანია "Webapp" ქმნის მაღალი ხარისხის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნეს სუბიექტებს, სწრაფად, მარტივად და ეფექტიანად აწარმოონ ყოველდღიური საქმიანობა და დღეისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით 400-ზე მეტ კომპანიას ვემსახურებით.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ნიჭიერ Middle/Junior Fullstack დეველოპერს React & PHP Laravel-ში გამოცდილებით, რათა შეუერთდეს ჩვენს მზარდ გუნდს. თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ჩვენი ვებ აპლიკაციების კლიენტის და სერვერის მხარის კომპონენტების შემუშავებასა და შენარჩუნებაზე. მჭიდროდ ითანამშრომლებთ ჩვენს Senior დეველოპერებთან და პროდუქტის გუნდთან.
ძირითადი მოვალეობები:
** Front-end (React)/ Back-end (PHP Laravel) კომპონენტები ვებ აპლიკაციებისთვის - Develop/test/maintain.
** ითანამშრომლეთ Senior დეველოპერებთან, UX/UI დიზაინერებთან და პროდუქტის მენეჯერებთან ახალი ფუნქციების მიწოდებისა და არსებულის გაუმჯობესებისთვის.
** მიიღეთ მონაწილეობა code review პროცესში, ტესტირებასა და გამართვაში, რათა უზრუნველყოთ მაღალი ხარისხის კოდი.
** Front-end and Back-end ელემენტების ინტეგრირება API-ებთან და მონაცემთა ბაზებთან.
** სუფთა კოდის წერა კოდირების სტანდარტებისა და best practices დაცვით.
მოთხოვნები:
** განათლება კომპიუტერულ მეცნიერებაში, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში, ან ეკვივალენტური პრაქტიკული გამოცდილება;
** PHP-ის ცოდნა, Laravel-ის ფრეიმვორკის გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება.
** ცოდნა JavaScript/TypeScript, HTML5 და CSS3-ის; React.js-ის პრაქტიკული გამოცდილება.
** გამოცდილება RESTful API-ებთან და მესამე მხარის API-ების ინტეგრირებით;
** SQL მონაცემთა ბაზების (მაგ. MySQL, PostgreSQL) და მონაცემთა ბაზის დიზაინის გაგება.
** Git-თან მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესი და მეთოდოლოგიები;
უნარები:
** გუნდთან მუშაობა და თანამშრომლობა;
** ვებ განვითარების პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკების გააზრება;
** ახალი ტექნოლოგიებისა და პროცესების სწავლისა და ადაპტაციის უნარი;
რას გთავაზობთ ჩვენ:
** პოზიტიურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მენტორობა და ზრდის შესაძლებლობა senior დეველოპერებისგან.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@webapp.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი.
გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ვებაპმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|