დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი დიალოგი
|
გამოქვეყნდა: 24 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"დიალოგი" მენტალური ჯანმრთელობის ცენტრია რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელთა კეთილდღეობასა და სიმშვიდეზე. დიალოგი დაარსდა 2017 წელს და მისი ფუნქციონირების ფარგლებში დღემდე ჩატარდა
4500+ ინდივიდუალური კონსულტაცია
100+ ჯგუფური თერაპია
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი "დიალოგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე (შესაძლებელია სტუდენტის სასწავლო გრაფიკზე მორგება)
მისამართი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N57
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
** კორპორატიული პარტნიორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება.
** კორპორატიული კლიენტების საჭიროებების ანალიზი და ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება.
** მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული წინადადებების მომზადება.
** გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და ანგარიშგება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მართვის მიმართულებით (განიხილება სტუდენტიც);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა მაღალ დონეზე.
უნარ-ჩვევები:
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებულად წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + გაყიდვებიდან გამომდინარე ბონუსებს.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@dialogi.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი
გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ვებაპმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|