დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 24 იანვარი
/ ბოლო ვადა: 24 თებერვალი
|
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება (მმართველობითი ფორმები და ფინანსური ანგარიშგების ფორმები);
** ყოველწლიური ფინანსური აუდიტის პროცესის მართვა;
** "ფასს" სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი და ახალი სტანდარტების დანერგვა;
** წლიური ბიუჯეტის შედგენა და შემდგომი ანალიზი; ფაქტიურ მონაცემებთან შედარება და გადახრების იდენტიფიცირება და გამოკვლევა;
** წლის განმავლობაში ფინანსური მდგომარეობის, შედეგებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება;
** კოეფიციენტების ანალიზი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გამოვლენისთვის და კონტროლისთვის;
** ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
** ფინანსური/ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი და მათი კომპანიაზე გავლენის იდენტიფიცირება;
** მონაცემების ანალიტიკის იდეების გენერირება და ანალიტიკური დავალების დაწერის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel -ის სრულყოფილი ცოდნა;
** ACCA - F1-F9, CFA Level 1 ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული პრეზენტაციის ჩატარების უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაცია.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|