Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ვიქტორია 98
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
შპს "ვიქტორია 98" საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Kenzo, Roy Robson, Van Laack, Daniel Hechter, Fynch Hatton, Hiltl, Seiden Sticker. აღნიშნული ბრენდები დღეს უკვე წარმოდგენილია ჩვენს მულტი-ბრენდ მაღაზიაში: "ჯენტლმენი" და "გარდერობი" თბილისსა და ბათუმში.

"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა "ერმენეჯილდო ზენია", "ჰუგო ბოსი" და "პოლ & შარკი".

ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.

შპს "ვიქტორია-98" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სამუშაო გრაფიკი ცვლადი (კვირაში 1 დღე დასვენება);
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი (+ ბონუსი)

ფუნქციები და მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა;
** დარბაზში პროდუქციის განთავსება და მისი მუდმივი შევსება/კონტროლი;
** ფას-მაჩვენებლის სიზუსტის კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** პრიორიტეტი მიენიჭება მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@victoria98.com.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე