Робота для біженців з України
რეკრუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეკრუტერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც დღეს ჰოლდინგური სახის კომპანიად ჩამოყალიბდა და "KTW ჯგუფის" სახელითაა ცნობილი.

KTW ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ფლობს განსხვავებული სახისა და კონცეფციის ობიექტებს, წარმოების, სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, კვების თუ სასტუმრო სერვისის მიმართულებით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს რეკრუტერის პოზიციას.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალის დაქირავების სრული ციკლის მართვა, მათ შორის ვაკანსიების გამოქვეყნება, კანდიდატების მოძიება, შერჩევა, გასაუბრებების ჩატარება და თანამშრომლის სამსახურში მიღება.
** კანდიდატების მოძიება სხვადასხვა არხებით, მათ შორის სოციალური ქსელები, ნეთვორქინგი და რეკომენდაციები.
** პირველადი სატელეფონო ინტერვიუების ჩატარება კანდიდატების კვალიფიკაციისა და შესაფერისობის შესაფასებლად.
** ინტერვიუების ორგანიზება და დაგეგმვა კანდიდატებსა და განვითარების დეპარტამენტს შორის.
** დახმარება სამუშაო განცხადებების მომზადებასა და შიდა და გარე ვაკანსიების საიტებზე გამოქვეყნებაში.
** მონაწილეობა რეკრუტინგის ღონისძიებებში, დასაქმების ბაზრებზე და სხვა ქსელურ აქტივობებში.
** ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში დახმარება და მათი ინტეგრაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ფლობა
** მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
** სოციალური მედიის, CV მონაცემთა ბაზებისა და პროფესიული ქსელების ცოდნა. LinkedIn Talent Solutions-ის გამოყენების გამოცდილება კანდიდატების პროაქტიული მოძიებისთვის;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 24 თებერვალი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "რეკრუტერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"KTW ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ წინა სახელშეკრულებო პერიოდში "KTW ჯგუფის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე