ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
თეგეტა ლოჯისტიკი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე, თურქეთისა და სხვა საერთაშორისო მიმართულებებით.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულობის კონტროლი;
** თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საერთაშორისო, CE კატეგორიის, მართვის მოწმობა, მინიმუმ 2 წლის წინ აღებული;
** ვადიანი ტაქოგრაფის ბარათი, არანაკლებ 2 წლისა;
** რუსული ან ინგლისური ენა - A1 დონე; (ელემენტარული)
** ქართული კოდი95/CPC Driver;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=520
|