Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკს ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
"ნიკს ჰოლდინგ" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"ნიკს ჰოლდინგ" გახლავთ მზარდი, შედეგზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ოპერირებს ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით ექვსი განსხვავებული ბრენდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე;
** ანაზღაურება: შეთანხმებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგული სტრატეგიების მართვის გამოცდილება სხვადასხვა სფეროში;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და მართვა;
** მარკეტინგის მიმართულებით სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შედგენა და შესრულების კონტროლი;
** კონტენტის შექმნა და მართვა სხვადასხვა კომუნიკაციის არხებისთვის: ვებ-გვერდი, სოციალური ქსელები, ბლოგები, სარეკლამო მატერიალები;
** ახალ პროდუქტებსა და ბრენდებზე მუშაობა;
** კომპანიისა და კომპანიის პროდუქციის/მომსახურების ცნობადობის გაზრდა;
** გაყიდვების სტიმულირება სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით;
** ბრენდინგი, ბრენდის სტრატეგიის შემუშავება;
** ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ, ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
** მარკეტინგულ კომპანიებთან, სარეკლამო სააგენტოებთან, ვებ-დეველოპერებთან, ფოტო-ვიდეოგრაფებთან, დიზაინერებთან ურთიერთობა და საქმიანობის მართვა;
** ციფრული მარკეტინგის სტრატეგიული მართვა (საძიებო სისტემები, სოციალური მედია);
** კომპანიის შიგნით კრეატიული პროცესების მართვა და კრეატიული კონტენტის შექმნა;
** თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;

უნარები:

** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლიანობა;
** პროექტების მართვის უნარი.

კონკურსი ტარდება 3 ეტაპად:

** გასაუბრება;
** პრაქტიკული დავალება;
** ფინალური გასაუბრება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კეთილმოწყობილ, მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@niksholding.com და სათაურის ველში, მიუთითეთ მარკეტინგის მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე