Робота для біженців з України
ჟურნალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჟურნალისტი
მომწოდებელი: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 29 იანვარი
"გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" აცხადებს კონკურსს ჟურნალისტის პოზიციაზე და იწვევს დაინტერესებულ პირებს მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია დამკვეთის შესახებ:

"გაეროს გლობალური შეთანხმება" (UN Global Compact) არის გაერთიანებული ერების ინიციატივა, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ის დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ორგანიზაციაში გაერთიანებულია საერთაშორისო დონეზე 25 000 ათასამდე ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს ქსელს 150-ზე მეტი წევრი ჰყავს.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს.

ინფორმაცია ჟურნალის შესახებ: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, 2021 წლიდან საქართველოში, კორპორაციული მდგრადობის თემაზე გამოიცემა ჟურნალი - Sustainability Spotlight. ჟურნალი მიმოიხილავს პასუხისმგებლობიანი ბიზნეს ქცევის მაგალითებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, ასევე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებებს კორპორაციული მდგრადობის უახლეს ტენდენციებთან დაკავშირებით.

2025 წელს მოხდება ჟურნალის სამი ნომრის (მეთერთმეტე, მეთორმეტე და მეცამეტე) გამოცემა. ჟურნალის მეთერთმეტე ნომრის თემატიკა არის ხელოვნური ინტელექტის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. მომდევნო ნომრების თემატიკის განსაზღვრა მოხდება წლის განმავლობაში.
ჟურნალში წარმოდგენილია ინტერვიუები კერძო სექტორის, გაეროს გლობალური შეთანხმებისა და ადგილობრივი ქსელების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო/ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

სამუშაო აღწერილობა:

** სამუშაოს სახე - ერთჯერადი მომსახურება;
** სტატიების/ოპედების რაოდენობა - ჟურნალის თითოეულ ნომერში 17 (ჯამურად სამივე ნომერში დაახლოებით 51 სტატია);
** ერთი სტატიის/ოპედის მოცულობა - 800-1000 სიტყვა;

სამუშაოს შესრულების ვადები:

** მეთერთმეტე ნომერზე მუშაობა დაიწყება თებერვლის თვის დასაწყისში და გამოცემა უნდა მოხდეს მარტის თვის ბოლომდე. შესაბამისად, ინტერვიუები მზად უნდა იყოს თებერვლის თვის ბოლომდე;
** მეთორმეტე ნომერზე მუშაობა დაიწყება აპრილიდან და გამოცემა მოხდება ივნისის თვის ბოლოს/ივლისის დასაწყისში. ინტერვიუები მზად უნდა იყოს მაისში;
** მეცამეტე ნომერზე მუშაობა დაიწყება სექტემბრიდან და გამოცემა მოხდება დეკემბრის თვის დასაწყისში. ინტერვიუები მზად უნდა იყოს ოქტომბრის თვის ბოლოს/ნოემბრის დასაწყისში.
** სამუშაო ენა - ქართული და ინგლისური.
** კითხვებისა და ინტერვიუების განსაზღვრა მოხდება ჟურნალის სარედაქციო გუნდთან ერთად.
** შენიშვნა: სტატიების საბოლოო ვერსიები უნდა იყოს მომზადებული ქართულ ენაზე და წარმოდგენილი რედაქტირებული სახით.

ჟურნალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჟურნალისტის პოზიციაზე (ბეჭდურ მედიაში) მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, ბიზნესისა და ეკონომიკის თემებზე;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან პუბლიკაციებზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კორპორაციული მდგრადობის თემაზე სტატიების წერის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა და გამართულად წერის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური მართვა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

** რეზიუმე;
** ორი ნამუშევრის ბმული (სასურველია კორპორაციული მდგრადობის თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების წარმოდგენა);
** ფინანსური შეთავაზება (ჩაშლილი ბიუჯეტი, თითოეული გამოცემის შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში).

(ფიზიკური პირების შემთხვევაში მიუთითეთ ხელზე ასაღები თანხა, ხოლო იურიდიული პირების ან/და ინდ. მეწარმის შემთხვევაში მომსახურების ღირებულება დღგ-ს გარეშე.)

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 29 იანვრის 17:00 საათისა, შემდეგ მისამართზე: procurement@unglobalcompact.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: ჟურნალისტი.

განაცხადების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი შეთავაზებებისა და გასაუბრების შედეგად. შერჩევის ეტაპზე განიხილება მხოლოდ იმ კანდიდატების მიერ წარმოდგენილი შეთავაზებები, რომელთაც სრულყოფილად ექნებათ მოწოდებული ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი საკონკურსო ინფორმაცია (რეზიუმე, ორი ნამუშევრის ბმული, ფინანსური შეთავაზება).
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული მომსახურების გაწევაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ორგანიზაციამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე, ფინანსური შეთავაზება) კანდიდატის მიერ სამუშაოს შესრულებისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ორგანიზაციაში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით.

ორგანიზაცია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე