დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 07 თებერვალი
|
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge.
ვაკანსიის შესახებ
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აცხადებს ვაკანსიას უფასო იურიდიული დამხმარების ცენტრისათვის ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით სრულ განაკვეთზე მომუშავე იურისტის პოზიციაზე ქ. ზუგდიდში.
სახელფასო განაკვეთი: შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ყოველთვიური მობილური ტელეფონის ბალანსი
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ხელმძღვანელი: მთავარი იურისტი
ძირითადი მოვალეობები:
** ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას;
** ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით საველე გასვლითი ღონისძიებების განხორციელება;
** ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივების შეფასების მომზადება;
** კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან, უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა აქტორებთან;
** საჭიროების შემთხვევაში, მისი საქმიანობის სფეროსა და მის წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და მედიასთან კომუნიკაცია;
** ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში, ანალიტიკური პროდუქტის შემუშავების პროცესში ორგანიზაციის სხვა პროექტების დახმარება.
** საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
** სასამართლოში ადმინისტრაციული ან/და სამოქალაქო საქმის წარმოების გამოცდილება;
** სამოქალაქო ან საერთო მიმართულებით ადვოკატის მოწმობა;
** იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** გამართულად წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
** CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** ადვოკატის მოწმობის ასლი.
დაინტერესებულმა განმცხადებლებმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 7 თებერვალი, 18:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. ორგანიზაცია შესაფერის კანდიდატს დაჩქარებული წესით ეძებს, ამიტომ განაცხადები მიღებისთანავე განიხილება. გასაუბრება შესაძლებელია შედგეს Skype / Zoom საშუალებით. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "იურისტი - ზუგდიდი".
|
|
|
|