დასახელება:
ბუღალტრის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
მიჰაუსი
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 25 თებერვალი
|
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი, ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი.
სამუშაოს ტიპი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00.
ანაზღაურება: 1300 ლარი (NET)
ფუნქციები:
** ბუღალტრული დოკუმენტაციის შედგენა და დამოწმების ორგანიზება;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში მინიმუმ 1 წელი;
** პროგრამების ცოდნა: MS Office, ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა 1C-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენა - სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე;
დამატებითი მოთხოვნები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა, პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამუშაოს დელეგირების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებული, გუნდში მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
** Fit-pass-ს.
მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) არაუგვიანეს 2025 წლის 25 თებერვლის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.
|
|
|
|