Робота для біженців з України
UI/UX დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: UI/UX დიზაინერი
მომწოდებელი: მაგთიკომი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
შპს "მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიას UI/UX დიზაინერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** აპლიკაციების UI მოქაფების და პროტოტიპების შექმნა
** აპლიკაციების UX პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა
** კომპანიის თანამშრომლებთან ერთად არსებული პროექტების გაუმჯობესება

მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ძირითადი UI/UX პროგრამების (Adobe XD, Sketch, Figma) ცოდნა
** კომპლექსური Web პროექტებისა და მობილური აპლიკაციების შემუშავების გამოცდილება
** პორტფოლიოს წარდგენა.

უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** მოსმენის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდთან მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო პირობები:

** მუშაობის მოქნილი გრაფიკი
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - UI/UX დიზაინერი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთიკომის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე - vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს "მაგთიკომი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე