Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: პრაგმა
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
"პრაგმა" პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება.

ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2018 წლიდან და გიწვევთ, შემოუერთდე ჩვენს მზარდ გუნდს! 

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებგვერდზე: www.pragma.ge.

ვაცხადებთ ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიცია ექვემდებარება: მარკეტინგის მენეჯერს
დაქვემდებარებაში ჰყავს: N/A
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 23/02/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: კომპანიის მარკეტინგულ პროცესებში ჩართულობა

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** კომერციული გუნდთან კოორდინირებული მუშაობა ბრენდის სწორი პოზიციონირებისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით;
** კომერციული და მარკეტინგული მასალების მომზადების კოორდინირება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებთან ერთად;
** მარკეტინგული პროექტების მართვა;
** კამპანიების ეფექტურობის მონიტორინგი, შედეგებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** ახალი პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება მარკეტინგის მენეჯერისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (Meta ads-ის, Google ads, Google Analytics) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

საბუთების მიღება: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად

გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები: როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე