დასახელება:
საბაჟო დეკლარანტი
|
მომწოდებელი:
Inex Group
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 25 თებერვალი
|
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - საბაჟო დეკლარანტი.
"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე (დამოკიდებულია აპლიკანტის გამოცდილებაზე)
საქმიანობის აღწერა: საამანათო სისტემასთან მუშაობა; საბაჟო პროცედურების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ტვირთის პროგრამაში დეკლარირების შესაბამისი პროცედურების განხორციელება; შესაბამის დეპარტამენტებთან საქმიანი ურთიერთობის ორგანიზება; პერიოდული რეპორტების წარმოება უშუალო მენეჯერთან და მენეჯმენტთან.
მოთხოვნები:
** მითითებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება გეზში მუშაობის გამოცდილება;
უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 25 თებერვლამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "დეკლარანტი".
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|