დასახელება:
სამშენებლო ობიექტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ლიდერ დეველოპმენტი
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
სამშენებლო კომპანია "ლიდერ დეველოპმენტი" - აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ლიდერ დეველოპმენტი სამშენებლო ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა და უკვე 5 მიმდინარე დიდი პროექტი აქვს. მშენებლობები მიმდინარეობს როგორც თბილისის გარე, ასევე ცენტრალურ უბნებში. კომპანიას უკვე ჰყავს 700-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი და ეს რიცხვი მხოლოდ მზარდია. ჩვენი გუნდი აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ინჟინრებსა და სხვა, პროექტებისთვის მნიშვნელოვან პროფესიონალებს. ჩვენი ამბიციაა, შევქმნათ დიზაინისა და კომფორტის სინერგია, რომელიც თანამედროვე ადამიანისა და ოჯახების სურვილებსა და საჭიროებებს სრულად მოერგება. ჩვენი პრიორიტეტია მაცხოვრებლის კომფორტი, გარემოსა და ლანდშაფტთან ვიზუალური სიმბიოზი, დიზაინის სრულყოფა და მინიმალიზმით მაქსიმალური ეფექტის სმიღწევაა. ყველა პროექტი უმაღლესი სტანდარტებით ხორციელდება, რაც დაცულობისა და სიმყარის გარანტია. სამომავლოდ, კომპანია გეგმავს არაერთი პროექტის განხორციელებას როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობა.
** დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა.
** მშენებლობისა და შიდა სარემონტო სამუშაოების პროცესების სრული მართვა და კონტროლი.
** კალენდარული გეგმა-გრაფიკის ყოველდღიური და ყოველკვირეული შესრულებების კონტროლი.
** კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების სამუშაოების კონტროლი და კოორდინაცია.
** მუდმივი კომუნიკაცია პროექტის არქიტექტორთან, საინჟინრო სისტემების დამპროექტებელთან, კონტრაქტორებთან, პროექტის მენეჯერთან და ყველა პროექტში ჩართულ მხარესთან.
** უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის მხრივ კონტრაქტორების მიერ განხორციელებული სამუშაოების შეფასება და მონიტორინგი.
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სამშენებლო წესების, რეგულაციების და ნორმების ცოდნა.
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad).
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 2000 ლარიდან
სამუშაო კვირა: სტანდარტული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@ld.ge აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
შეტყობინება: ლიდერ დეველოპმენტი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერ დეველოპმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|