დასახელება:
პროეტქებისა და სამონტაჟო სამუშაოების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თერმოინდუსტრია
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 25 თებერვალი
|
შპს "თერმოინდუსტრია", რომელიც არის გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას პროეტქებისა და სამონტაჟო სამუშაოების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** HVAC პროექტების ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა და გადახარჯვის შემთხვევაში დასაბუთებული არგუმენტების წარდგენა;
** საპროექტო სამუშაოების წარმოება (სავარაუდო დამკვეთთან გასაუბრება; მისი მოთხოვნების/სურვილების გაცნობა, სამშენებლო დოკუმენტაციის და/ან ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა; გათბობა გაგრილება ვენტილაციის სახეობის კონცეფციის ჩამოყალიბება/შეთანხმება, საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება);
** შემოსული შეკვეთების პრიორიტეტების განსაზღვრა;
** პროექტებში ჩართული პერსონალის საქმიანობის მონიტორტინგი, კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში მათ უშუალო საქმიანობებში ინტეგრაცია;
** პროექტების მსვლელობის მონიტორინგი;
** პროექტებში ჩართულ ყველა ორგანოსთან ეფექტური კომუნიკაცია;
** პროექტების რისკების მართვა;
** დოკუმენტაციის აღრიცხვის წარმოება (დოკუმენტაციის ჩამონათვალი, ეტაპების მიღება-ჩაბარების აქტები, მოცულობათა უწყისები და დოკუმენტაცია ობიექტების მიხედვით);
** მენეჯმენტთან პროექტების პროგრესის შესახებ ანგარიშგება;
** კომპანიის შეუფერხებელი და პროცესების გამართულად მუშაობისთვის, სამონტაჟო კომპანიების/ჯგუფების/ხელოსნების ბაზის ჩამოყალიბება და გრძელვადიანი საქმიანი კონტაქტების დამყარება;
** საპროექტო ორგანიზაციებთან კომუნიკაციისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება;
** საინჟინრო პროექტების ფარგლებში პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან შეხვედრა და კონსულტაციების წარმოება ოპტიმალური წინადადების შერჩევის მიზნით;
** საჭიროების მიხედვით პროდუქციისა და ფასების კვლევა, შესაბამისი ბაზების რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** შეძენილი პროდუქციის უსაფრთხო მიღება-დასაწყობების პროცესის მონიტო
რინგი/ კონტროლი;
** ობიექტებზე ვიზიტი და ზედამხედველობა გაწერილი გეგმის შესაბამისად;
პიროვნული მახასიათებლები:
** განვითარებაზე და დეტალებზე ორიენტირებული;
** კოლეგიალური;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ოპერატიულობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება;
** AutoCAD-ის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** საინჟინრო სისტემების პროექტირების გამოცდილება;
** MS Office-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
სამუშაო გრაფიკი: სრული; კვირაში 40 საათი;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ამილახვარის ქ. #1;
ანაზღაურება: შეთანხმებით; (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად);
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევას; კვებას; FitPass;
** ტრენინგებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტული სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@thermoindustria.com Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, (პროეტქებისა და სამონტაჟო სამუშაოების მართვის მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 თებერვალი;
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com
შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|