დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Global Auto Import
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
"გლობალ ავტო იმპორტი" 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.
ჩვენ ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს ბათუმში, რომლის უფლება - მოვალეობებში შედის:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** მომხმარებლებთან შეხვედრების მართვა ოფისში;
** მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა ბაზის დამუშავება.
რა უნარებს უნდა ფლობდე იმისათვის, რომ შემოუერთდე გაყიდვების გუნდს:
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება.
** რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე.
** გუნდურობა.
შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს, ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარებას. Global Auto Import
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00
მდებარეობა: ქ.ბათუმი
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით მეილზე hr@glob.ge გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი ბათუმში.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|