Робота для біженців з України
ციფრული მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტერი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტში ციფრული მარკეტერის თანამდებობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. N3. განიხილება როგორც საოფისე, ასევე ჰიბრიდული სამუშაო განრიგი.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქციები:

** ციფრული მარკეტინგის და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი
აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
** რელევანტური აუდიტორიების შერჩევა, აქტიური რემარკეტინგი;
** არდის აპლიკაციის მომხმარებლების რაოდენობის, ჩართულობისა და ლოიალურობის გაზრდაზე ზრუნვა;
** მომხმარებლების ქცევის და უკუკავშირის ანალიზი, მომხმარებლის შენარჩუნებისა და ლოიალურობის გაუმჯობესების მიზნით;
** Google Ads-ის და სხვა PPC კამპანიების მართვა;
** Facebook ads manager-ში მუშაობა და რეკლამების მართვა;
** Email მარკეტინგზე მუშაობა;
** ფოტო/ვიდეო და სხვა მედია მასალის და კონტენტის SEO ოპტიმიზაცია
** Google tan manager ანგარიშის შექმნა და მონიტორინგი
** კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, მომხმარებლის
ქცევის ანალიზი და რეპორტინგი;
** ვებგვერდის ანალიტიკა (Google Analytics-ის მეშვეობით ან სხვა მსგავსი tool-ებით);
** შიდა გუნდებთან (კრეატიული, კონტენტისა და მარკეტინგის) და გარე პარტნიორებთან (სააგენტოები, ინფლუენსერები) კოორდინაცია კამპანიების გამართულად განხორციელებისთვის;
** რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგში, კომუნიკაციებში ან მომიჯნავე სფეროში;
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Meta Business Suite, Google Ads და ანალიტიკური პლატფორმების ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;
** სასრუველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კრეატიული აზროვნებისა და ანალიტიკის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, მომხარებელთან სწორად კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: Career@ardi.ge გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ციფრული მარკეტერი".

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე