Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტში გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. N3 განიხილება როგორც საოფისე, ასევე ჰიბრიდული სამუშაო განრიგი.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქციები:

** მარკეტინგული მასალებისთვის დიზაინის მომზადება;
** შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
** სარეკლამო პოსტერების, პრეზენტაციების და სოციალური მედიის პოსტების მომზადება;
** ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება სოციალური ქსელისთვის;
** საბეჭდი მასალებისა და ვიზუალური ელემენტების (პატერნების) დიზაინი;
** ბრენდის შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის გათვალისწინებით შესაბამისი ტიპოგრაფიის შექმნა, შერჩევა და გამოყენება;
** ფოტოების დამუშავება;
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება;
** ბეჭდვითი და ციფრული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
** საჭიროების შემთხვევაში, ციფრული ილუსტრაციების შექმნა.
** დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია დიზაინის მიმართულებით;
** მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე და საკუთარი პორტფოლიოს ქონა;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მაგალითად InDesign, Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
** Figma, Adobe Premiere, After Effects, Adobe Animate, 3D Max პროგრამების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** ინგლისური ენის (B2 დონე) ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: Career@ardi.ge გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "გრაფიკული დიზაინერი"

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე