დასახელება:
ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ელტეგი
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
კომპანია "ელტეგი" დაარსდა 2007 წელს. იგი წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ბაზარზე ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტით ოპერირებს. კომპანიის მიზანია, აღნიშნულ სფეროში არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით, საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთების მათზე მორგებული პაკეტებით მომსახურება. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.elteg.ge
კომპანია "ელტეგი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქეთევან წამებულის გამზ. #41, 0103, თბილისი, საქართველო
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება 1500-2000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე) + დანამატი შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დანადგარების (ლიფტები, ესკალატორები, პლატფორმები) ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა, შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების წარმოება და მონტაჟი;
** ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამისი აქტის შედგენა და კომპეტენციის ფარგლებში შეკეთება;
** დანადგარების გეგმიური შემოწმება და შესაბამისი საექსპლუატაციო სამუშაოების შესრულება;
** გაუთვალისწინებელი პრობლემების შემთხვევაში დროული რეაგირება, პრობლემის სწრაფად და ხარისხიანად აღმოფხვრა;
** სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება ელექტროობის ან/და ენერგეტიკის მიმართულებით;
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების, ელექტროობისა და ტექნიკური სამუშაოების ჩატარების ცოდნა და გამოცდილება;
** ელექტრო სქემების წაკითხვის უნარი;
** სიმაღლეზე მუშაობის შესაძლებლობა;
** სასურველია რუსული, ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
კომპანია გთავაზობთ:
** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: Llabadze@elteg.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|