დასახელება:
სხვადასხვა
|
მომწოდებელი:
ზღვა ლუდი
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შესყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი და ბათუმი
ძირითადი ვალდებულებები:
** საქონლის შესყიდვის ორგანიზება და მართვა კომპანიის მთელი სავაჭრო ასორტიმენტისთვის;
** ასორტიმენტის ფორმირება, შესყიდვის მოცულობის განსაზღვრა და ფასწარმოქმნაში მონაწილეობა;
** შესაძენი პროდუქციის ფასებისა და პირობების მაქსიმალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;
** შესყიდვების მენეჯერების სწავლება და ზედამხედველობა;
** საზღვარგარეთიდან შესყიდვების პროცესებში პირადი ჩართულობა;
** შესყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა და აქტიური მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან მუშაობა;
** კომპანიის მისაწოდებელი ფასების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების პარალელურად, მარჟის მიზნების მიღწევა და დაკმაყოფილება;
** შესყიდვების მენეჯერების საქმიანობის მონიტორინგი;
** შესასყიდი პროდუქციის ხარისხისა და ფასის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერის ცოდნა მაღალ დონეზე;
** აუცილებელია ქართული და რუსული ენების ცოდნა; ინგლისური სასურველია;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
ჩვენგან:
ოფიციალური ხელშეკრულება;
მობილური კომუნიკაციისა და ინტერნეტის დაფარვა;
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: 5/2 09:00-18:00 (შესვენების ჩათვლით).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "შესყიდვების განყოფილების უფროსი".
კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ვალდებულებები:
** შესყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა და აქტიური მონიტორინგი;
** საჭირო პროდუქციის გაყიდვის შესაბამისად შეკვეთის გაფორმება;
** პროდუქციის შესყიდვების და მარაგების ანალიზი;
** მომარაგების სრული პროცესის მართვა;
** შესასყიდი პროდუქციის ხარისხის, ვადების და ფასის კონტროლი;
** დეფექტური ან კონტრაქტის შეუსაბამო პროდუქციის დაბრუნება მომწოდებელთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** კომპიუტერის ცოდნა მაღალ დონეზე;
** აუცილებელია ქართული და რუსული ენების ცოდნა;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
** აქტიური, ენერგიული.
ჩვენგან:
** ოფიციალური ხელშეკრულება;
** მობილური კომუნიკაციისა და ინტერნეტის დაფარვა;
** ხელფასი - 1500-1700 ლარამდე (გამოცდილების შესაბამისად);
** მეგობრული თანამშრომლები;
** სწავლება;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
სამუშაო გრაფიკი: 5/2 09:00-18:00
ზუსტი ლოკაცია: აჭარა, ხელვაჩაურის რნ, ს. სალიბაური, მე-6 ქუჩა, N1ა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge.
|
|
|
|