დასახელება:
კონტენტ მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 07 თებერვალი
|
"საერთაშორისო აკადემია ლოგოსი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე მარკეტინგის დეპარტამენტში.
ლოგოსი კერძო სკოლაა, რომელიც ემსახურება ფრექულიდან 12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს და მდებარეობს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ლოგოსის ციფრული არხების კონტენტ სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა;
** კონტენტ კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** ყოველთვიური კონტენტ-კალენდრის მომზადება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად;
** სტუდენტურ ცენტრთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ღონისძიებების გადაღება
** კონტენტის შექმნა (ფოტო და ვიდეო კონტენტი სოციალური მედიებისთვის);
** სასკოლო ცხოვრებაზე აქტიური კომუნიკაცია სკოლის ადმინისტრაციასთან.
** სასკოლო ღონისძიებების დაგეგმვაში აქტიური ჩართულობა (საახალწლო ბაზრობა, Halloween, მეჯლისი და მსგავსი შინაარსის ღონისძიებები);
** სარეკლამო კომპანიებთან და სტამბებთან თანამშრომლობა;
** ინდუსტრიის ტენდენციების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში კონვენტის სტრატეგიის შესაბამისი ცვლილება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** ლოგოსის ვებგვერდზე სიახლეებისა და ინფორმაციის განთავსება კომპეტენციის ფარგლებში.
სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ:
** ბავშვებთან კომუნიკაცია და მათთან ერთად მუშაობა კომფორტულია;
** გაქვთ გამოცდილება კონტენტის შექმნასა და მენეჯმენტში, ან მსგავს პოზიციაზე;
** გაქვთ გამოცდილება სოციალური მედიის გვერდების მართვაში;
** ფლობთ ვიდეო მონტაჟის პროგრამებს (მობილური აპლიკაციები, მაგალითად Capcut)
** გაქვთ Canva-ში მუშაობის გამოცდილება;
** იცით მარკეტინგისა და სოციალური მედიის პრინციპები;
** აქტიური მომხმარებელი ხართ ტიკტოკსა და ინსტაგრამზე და იცნობთ მიმდინარე ტრენდებს.
** ფლობთ ინგლისურ ენას;
** იცით MS Office-ის პროგრამები;
** გაქვთ მზაობა იმუშაოთ სრული განაკვეთით, სკოლის კამპუსიდან, 10:00-დან 18:00-მდე ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; (მის. თბილისი, ლისი, 6 ლეო კვაჭაძის I ჩიხი), შესაძლებელია სკოლის ტრანსპორტირების სერვისით სარგებლობაც.
გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და თქვენი პორტფოლიო (თქვენ მიერ შექმნილი ვიდეოები, პოსტები, გვერდის მართვის გამოცდილება და ა.შ) მითითებულ ელ- ფოსტაზე: careers@logosi.org სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კონტენტ მარკეტინგის სპეციალისტი.
მიღების ბოლო ვადაა: 07/02/2025
|
|
|
|