დასახელება:
ავტო გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჰოა ავტო იმპორტი
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
ავტოიმპორტიორი კომპანია "HOA AUTO IMPORT" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანიას ჰყავს წარმომადგენლობა სამხრეთ კორეასა და ამერიკაში, საიდანაც ახდენს ავტომობილების იმპორტს საქართველოში.
"ჰოა ავტო იმპორტი" აცხადებს ვაკანსიას ავტო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ავტომობილის სპეციფიკისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები:
** პრეზენტაციის უნარი;
** კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.
** კომუნიკაბელურობა,
** ორგანიზებულობა,
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hoaautoimport.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ავტო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში. წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|