Робота для біженців з України
MSME გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: MSME გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას MSME გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** მცირე და საშუალო ბიზნესის სადაზღვევო პროდუქტების ცოდნა და გაყიდვა;
** სხვადასხვა მხირე და საშუალო ბიზნესების, კომპანიების მოძიება და შეხვედრები ორგანიზება, სადაზღვევო პროდუქტების გაცნობის მიზნით;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია გაყიდვების სფეროში ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** მიზანდასახული.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 25 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "MSME გაყიდვების მენეჯერი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე