Робота для біженців з України
პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ზახარი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
25 წლიანი გამოცდილების მქონე სადისტრიბუციო კომპანია შპს "ზახარ", რომელიც ოპერირებს საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამშენებლო სექტორის აქსესუარების გაყიდვების სფეროში აცხადებს ვაკანსიას პრისელერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით
** შეკვეთების გაწერა
** დებიტორული დავალიანების მართვა
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება
** კლიენტების რაოდენობის ზრდაზე ზრუნვა
** პროდუქციის განლაგება თაროზე წინასწარგანსაზღვრული სტანდარტების მიხედვით
** თაროზე წილისა და მერჩენდაიზინგის კონტროლი
** გაყიდვების გაზრდა და მარშრუტებზე გეგმების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** მოქმედი მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი
** ინიციატივის მქონე, შრომისმოყვარე, შედეგებზე ორიენტირებული, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

მდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: სრული
დასვენება: შაბათი-კვირა

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტუნარიან სახელფასო მოტივაციას
** მეგობრულ გარემოს
** უფასო სალაპარაკო დროს
** დაზღვევას
** საწვავს და ავტომობილის ცვეთის ყოველთვიურ თანხას

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე lgogiberidze@zakhar.ge და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე