დასახელება:
ბრენდის განვითარების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კორპორაცია ქართული ღვინო
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
შპს "კორპორაცია ქართული ღვინო" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
"კორპორაცია ქართული ღვინო" დაარსდა 1999 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ღვინის წარმოება და რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდებს: http://www.cgw.ge/ | https://www.facebook.com/CGW.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ვალდებულებები:
** მარკეტინგული კამპანიის, გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** სოციალური მედიის/ვებ-გვერდის (ასევე, ონლაინ მაღაზიის) მართვა და კოორდინირება;
** კომპანიის სავაჭრო ნიშნების შემუშავება/განვითარება;
** კომპანიის უნიკალური იმიჯის ფორმირება და მასზე ზრუნვა;
** კომუნიკაციური ფორმების ვიზუალიზაცია და გრაფიკული დიზაინის კონცეფციის შემუშავება;
** საფირმო სტილის ელემენტებისა და სტანდარტების შემუშავება;
** სარეკლამო და საფუთავი მასალების პრინტინგი შეთანხმებული გრაფიკების მიხედვით;
** ბრენდინგის პროცესში მონაწილეობა, ყველა სარეკლამო აქტივობებში ბრენდის იმიჯის და იდენტურობის დაცვა, უზრუნველყოფა;
** წლიური მარკეტინგული გეგმის/ბიუჯეტის ჩამოყალიბება, განხორციელება და მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევების შედეგების ანალიზი, რეაგირების სწორი ფორმების განსაზღვრა/განხორციელება, მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება;
** ახალი პროდუქტების შექმნა და არსებული პროდუქტების დახვეწა/განვითარება;
** ეტიკეტების/კონტრეტიკეტების ვიზუალისა და განსათავსებელი ინფორმაციის კონტროლი და კორექტირება;
** გარე და შიდა (მათ შორის, კორპორაციული) ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ორგანიზება;
** კომპანიის ბეჭდვითი მასალების დიზაინის შემუშავება და კონტროლი, სარეკლამო კომპანიებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
** ინფორმაციის მომზადება, მედიასთან კომუნიკაცია და ურთიერთობების გაღრმავება;
** ადგილობრივი გაყიდვების დაგეგმვა, მონიტორინგი და სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობა
** პრეზენტაციები, სასუვენირო პროდუქციის დიზაინი, ტანსაცმლის საფირმო სტილი, სადისტრიბუციო ტრანსპორტის დიზაინი და სხვა.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი);
** სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან PR მიმართულებით;
** პროგრამების (Corel Draw; 3D; Adobe Photoshop, Adobe Illustrator) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** ენერგიული და კომუნიკაბელური, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** პუნქტუალური და მოწესრიგებული, უაღრესად დისციპლინირებული;
** ლოგიკური აზროვნებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** აზრის კარგად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
** მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე: info@cgw.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 22 თებერვალი, 2025 წ.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|