Робота для біженців з України
მძღოლ-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: აითი თექ
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
შ.პ.ს "აითი თექ" 2011 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, კომპიუტერული ტექნიკის ქართულ ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობს.

თბილისის ფარგლებში ტექნიკის მისაწოდებლად კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
საწყობის ადგილმდებარეობა: გურამიშვილის გამზირი
ხელზე ასაღები ხელფასი: 1300 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მითვლა ფაქტურების მიხედვით;
** პროდუქციის გამოტანა საწყობიდან, მანქანის დატვირთვა შეკვეთების თანმიმდევრობის მიხედვით;
** შემკვეთამდე პროდუქციის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა.
** საწყობის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება სამუშაო კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** "B" კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამოსაცდელი ვადა 2 თვე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული, თავაზიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლ-ექსპედიტორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე