Робота для біженців з України
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: პისი მაქსი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
შპს "პისი მაქსი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პოზიციონირებს როგორც ერთ-ერთი წამყვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ქსელის მფლობელი კომპანია;
"პისი მაქსი" მომსახურებას უწევს საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრის როგორც წამყვან, ასევე საშუალო და მცირე კომპანიებს. უზრუნველყოფს მათ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე დაშვებასა და ამ ქსელის ტექნიკურ მომსახურებას.

კომპანია "პისი მაქსი" აცხადებს ვაკანსიას სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (მივლინებები საქართველოს რეგიონებში);
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;

მოვალეობები:

** კომპანიის მიმდინარე სატელეკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა;
** ახალი პროექტების დაგეგმვა, ბიუჯეტირება;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა, შესრულების პროცესის კონტროლი;
** სამუშაოების მოცულობის, ვადების და ხარისხის მონიტორინგი;
** პროექტთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილე გუნდების კოორდინაცია და მათი მუშაობის კონტროლი;
** რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მათზე რეაგირება პროექტის ეფექტური შესრულების უზრუნველსაყოფად;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ სამუშაოს შესრულების კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან ბიზნეს მიმართულებით);
** ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სატელეკომუნიკაციო პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** პროექტის ბიუჯეტირების გამოცდილება;
** მიმდინარე პროექტების ხარჯთაღრიცხვის წარმოების და კონტროლის გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Excel; Word) ცოდნა;
** KML/KMZ და ArchGis ფორმატში რუკებზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობა;
** მოლაპარაკებების წარმოების, კლიენტებთან ურთიერთობისა და კონფლიქტების მართვის უნარები.
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** სტრესული სიტუაციების მართვის და ორგანიზებულობის უნარი;.

კომპანია გთავაზობთ:

** ყოველთვიურ ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კორპორაციულ ნომერს;
** სამომავლო განვითარების პერსპექტივას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

კანდიდატები შეირჩევიან რეზიუმეების გადარჩევის და გასაუბრების საფუძველზე. გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@pcmax.ge 2025 წლის 21 თებერვლამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე