დასახელება:
ტურ ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Ni hao Georgia
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
ტურისტულ კომპანიაში ვეძებთ გამოცდილ ტურ ოპერატორს, რომელიც შეძლებს მართოს და სწორად დაგეგმოს და მიმდინარე ტურები.
ძირითადი მოვალეობები:
** ტურების შექმნა: ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა და ორგანიზება, რაც მოიცავს აქტივობების შერჩევას, ტრანსპორტის დაგეგმვას და მომსახურების შეთავაზებას.
** სასტუმროებთან კომუნიკაცია: ადგილობრივ სასტუმროებთან თანამშრომლობა, ხელშეკრულებების გაფორმება და მომსახურების ხარისხის კონტროლი.
** პარტნიორებთან ურთიერთობა: ტრანსპორტის, გიდების და სხვა მომსახურების მომწოდებლებთან ურთიერთობა, რათა უზრუნველყოთ ყველა სერვისის შეუფერხებელი შესრულება.
** კლიენტებთან მხარდაჭერა: საჭიროების შემთხვევაში, მგზავრებთან კონტაქტი და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
მოთხოვნები და უნარები:
** ტურიზმის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** ინგლისური, ქართული და რუსული ენების ცოდნა სასურველია;
** მომხმარებლის მომსახურების უნარები და სტუმართმოყვარეობის სურვილი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: usabatumi@gmail.com
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|