დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მასტერ თრეიდი
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
"მარს - ვრიგლის" (სნიკერსი) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში შპს "მასტერ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე (კომპანიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: http://master-trade.ge/home).
სამუშაო პირობები: სამუშაო დღეები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება);
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისში მოსული სტუმრების მიღება-გადამისამართება;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე, ელ. წერილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** საფოსტო გზავნილის მიღება-გადამისამართება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV მისამართზე: hr@master-trade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|