დასახელება:
QA ტესტერი
|
მომწოდებელი:
TNET
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
შემოუერთდი "TNET"-ის გუნდს QA ტესტერის პოზიციაზე.
https://www.tnet.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
შენი როლი თინეთში:
** ტექნიკური დოკუმენტის ანალიზი;
** არსებული ციფრული პროდუქტების შესწავლა;
** ტესტ ქეისების, ჩექლისტების, ტესტირების გეგმის შედგენა და განხორციელება;
** ხარვეზების იდენტიფიკაცია და ტესტირება;
** აღმოჩენილი შეცდომების დეტალური აღწერა და რეპორტინგი.
ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:
** გაქვს QA ტესტერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საფუძვლიანად იცნობ QA მეთოდოლოგიას, ინსტრუმენტებს და ტესტის დიზაინის პრინციპებს;
** გაქვს ცოდნა HTML, CSS, SQL და სხვა პროგრამული საკითხების მიმართულებით;
** გაქვს API-ს ტესტირების გამოცდილება;
** გამოგიყენებია JIRA თასქების მენეჯმენტისთვის;
** იცნობ ეჯაილ მეთოდოლოგიას;
** ფლობ ინგლისურ ენას B2 დონეზე.
თინეთში დაგხვდება:
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge.
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|