დასახელება:
ინციდენტების მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
დაირექტ დებიტ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის და რეპორტინგის დეპარტამენტში, ინციდენტების მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში (დღის ცვლა).
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:
** კომპანიის ავტომობილების გადაადგილების პროცესის GPS მონიტორინგი;
** ტექნიკური ჯგუფების ავტომობილებზე, საწვავის ლიმიტების კონტროლი და გავლილი მანძილის
** შესაბამისი რაოდენობისა და ტიპის საწვავის დარიცხვა;
** საწვავის ბარათებზე დარიცხული და გახარჯული ლიმიტების კონტროლი;
** სწრაფი გადახდის აპარატებიდან საგანგაშო სიგნალიზაციის სოფტში მიღებული განგაშების
** მონიტორინგი და არასანქცირებულ განგაშებზე რეაგირება;
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ანალიტიკური, სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი, რისკების შეფასების უნარი.
პირობები:
** სამუშაო განრიგი: სამ დღეში ერთხელ;
** სამუშაო საათები: დღეში 12 საათი (09:00 - 21:00), არაუმეტეს კვირაში 40 საათისა;
** ხელფასი: ხელზე ასაღები 1100 ლარი; (6 თვის შემდეგ მატების გათვალისწინებით)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2025 წლის 23 თებერვლამდე. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|