დასახელება:
სტაჟირება - კომის შეფი
|
მომწოდებელი:
ფაბრიკა
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
"Hostel Fabrika • ფაბრიკა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კომის შეფის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის N8
სამუშაო განაკვეთი: სრული
სტაჟირების პერიოდი: 3-6 თვემდე
ძირითადი მოვალეობები:
** შეფისთვის და ჯუნიორ სუ შეფისთვის დახმარების გაწევა;
** კერძის მოსამზადებელი ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** "მიზანპლასის" მომზადება;
** შეფ მზარეულის მიერ დავალებების შესრულება;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** მარაგების შეკვეთის აღწერაში ჩართულობა.
საჭირო უნარები:
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორაციულ ფასდაკლებას;
•** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HC@fabrikatbilisi.com 2025 წლის 23 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ნინომ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|