Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: დელტა ქონექთი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
"Delta Connect Georgia" 10 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს 5-ზე მეტი მიმართულების სერვისებსა თუ მაღაზიებს.

ჩვენ პორტფოლიოში შედის გამორჩეული ბრენდები, როგორიცაა: tactical, racia, forkids, rentmania, myvelo და detectors.ge. ყველა ეს მიმართულება გამოირჩევა ინოვაციურობით ქართულ ბაზარზე.

კომპანია აცხადეს ვაკანსიას სოც.მედია მენეჯერის პოზიციაზე შემდეგი ფეიჯებისთვის: Tactical.ge, Racia.ge, Myvelo.ge, Forkids.ge, Rentmania.ge

პირობები:

** კვირაში ხუთი სამუშაო დღე
** დღეში 7 სამუშაო საათი
** ანაზღაურება პირველი თვე (გამოსაცდელი) 1530 ლარი (მითითებული თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადს და სავალდებულო საპენსიო შენატანს)
** მეორე თვიდან 2295ლ (მითითებული თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადს და სავალდებულო საპენსიო შენატანს)
** საქმიანობა მოიცავს ოფისიდან მუშაობს და ამ ეტაპზე არ განიხილება დისტანციური რეჟიმი.

მოთხოვნები:

** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების/აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ციფრული არხებისთვის კონტენტის და საჭირო ფოტო-ვიდეო მასალის შექმნა;
** ციფრულ არხებზე კონტენტის განთავსება განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით (პოსტი, სთორი, ლაივი, რილსი, ვიდეო);
** ციფრული მედია არხების (Facebook, Instagram, Tik Tok, Youtube) განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** ლაივ ჩართვები განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით;
** Photoshop/Illustrator-ის ცოდნა;
** ქოფირაითინგის უნარები
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr.deltaconnect@gmail.com. გთხოვთ, "Subject"-ში მიუთითოთ "სოც.მედია მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე